დახასიათება და სიმპტომები

 თერაპიული სტომატოლოგია გულისხმობს კარიესისა და მისი გართულებების – პულპიტისა და პერიოდონტიტის მკურნალობას. პულპიტებისა და პერიოდონტიტების მკურნალობა კი ხშირ შემთხვევაში გულისხმობს ფესვის არხის მკურნალობას.
ფესვის არხის მკურნალობას ასევე უწოდებენ ენდოდონტიურ მკურნალობას. იმისთვის რომ გავიგოთ რას გულისხმობს ენდოდონტიური მკურნალობა ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ რომ ფაიფურისა და დენტინის ფენების შიგნით არსებობს რბილი ქსოვილი რომელსაც ეწოდება პულპა, ეგრეთწოდებული „ნერვი“. როდესაც კარიესი მნიშვნელოვნად აზიანებს კბილს და შესაბამისად პულპის ქსოვილს იგი ხდება ანთებითი. ყოვლთვის არა, მაგრამ ხშირად პაციენტი განიცდის კბილის ტკივილს. უყურადღებობის შემთხვევაში პროცესი შეუქცევადი ხდება, პულპა კვდება და ფესვის მწვერვალიდან ტოქსინების გამოდევნის შედეგად ზიანდება ირგვლივ მდებარე ყბის ძვალი, რაც გამოიხატება ძვლის ანთებით და ყალიბდება აბსცესი. ამ შემთხვევაში აუცილებელია დროულად მოცილდეს პულპური ქსოვილი რათა მოხდეს კბილის და მის ირგვლივ არსებული ძვლის შენარჩუნება.
ენდოდონტი რენტგენის სურათების საშუალებით იკვლევს კბილს, შემდეგ იყენებს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას გაუტკივარებისთვის. გაუტკივარების შემდეგ ექიმი ახდენს კბილის იზოლაციას სპეციალური საშუალებებით რათა არ მოხდეს ნერწყვით კბილის დაბინძურება, ბაქტერიების მოხვედრა.
ენდოდონტიური ინსტრუმენტების მეშვეობით ხდება ფესვის არხის გასუფთავება და ფორმირება. პირველ ეტაპზე ხდება ანთების მკურნალობა რისთვისაც კბილის არხში შეგვაქ სამკურნალო საშუალება და იფარება დროებითი მასალით იმისთვის რომ კბილი ღია არ იყოს. შემდეგ ეტაპზე ენდოდონტი ავსებს კბილის არხებს ბიოშეთავსებადი ჰერმეტიული მასალით. საბოლოოდ კბილის გვირგვინოვანი ნაწილის აღდგენა ხდება რესტავრაციული სამუშაოებით, ან ორთოპედიული გვირგვინებით.
ასევე მნიშვნელოვანია რომ მოხდეს გადამოწმება რენტგენის სურათით თუ როგორი მდგომარეობაა ფესვის მწვერვალის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში. სწორად ნამკურნალები კბილი საიმედოა და აღარ საჭიროებს დამატებით პროცედურებს.

რატომ შეიძლება იყოს ფესვის არხის მკურნალობა წარუმატებელი?
ამ ტიპის მკურნალობა არის ძალიან დელიკატური და საჭიროებს მაღალ-პროფესიონალიზმს. იმ შემთხვევაში თუ ექიმმა ვერ მოახერხა ფესვის არხის გასუფთავება, დეზინფექცია და სწორი ჰერმეტიზაცია, შეიძლება დაკარგოთ კბილი და მასზედ არსებული კონსტრუცია. შედეგად იკარგება დრო, ჯანმრთელობა და ფული. სწორი მკუნალობის შემთხვევაში კბილი გაგიძლებთ იმდენხანს რამდენხანსაც სხვა ჯანმრთელი კბილი. ბოლო ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ინოვაციებია ფესვის არხის მკურნალობაში, ამ ინოვაციების გათვალისწინებით სტომატოლოგიური კლინიკა კონფიდენტი გთავაზობთ ეფექტურ და უმტკივნეულო ენდოდონტიურ მკურნალობას.